26 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
მნიშვნელოვანია, ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, ცნობს თუ არა პრეზიდენტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას - მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში, ჟურნალისტებთან, საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. 

„მნიშვნელოვანია, გავიგოთ და ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, აღიარებს თუ არა პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. პრეზიდენტის წარმომადგენლებმა, ამასთან დაკავშირებულ კითხვას თავი აარიდეს, თუმცა ჩვენ პრეზიდენტისგან პოზიციას ველოდებით - აღიარებს და საერთოდ, ცნობს თუ არა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა გამოაქვეყნა. კერძოდ, სასამართლომ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. ამასთან, როგორც ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ - ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

დღის ამბები