ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას პროგნოზირებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ იზოლაციაში მოქცეულ ტერიტორიაზე მხოლოდ 24 საათის სამყოფი წყალი, ელექტროენერგია და საწვავია დარჩენილი.
ჯანმო დარჩენილი რესურსის ამოწურვის შემდეგ „ნამდვილ კატასტროფას“ პროგნოზირებს.
ორგანიზაციის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონული დირექტორის, აჰმედ ალ-მანდარის განცხადებით, თუ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთები ვერ შევა, „ექიმები იძულებულები გახდებიან, წინასწარ მოამზადონ გარდაცვალების მოწმობები თავიანთი პაციენტებისთვის".