26 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. მათ შორის - ცვლილებები "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში.

ცვლილების თანახმად, საექთნო და მეანი ექთნის სფერო რეგულირებადი პროფესია გახდება. გადაწყვეტილების მიზანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ექთნებისა და მეანი ექთნების განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, საექთნო პერსონალის დეფიციტის დაძლევა, საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის გაუმჯობესება.

კანონპროექტი ევროპულ გამოცდილებას იზიარებს და განსახილველად უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს პერიოდში წარედგინება. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიისთვის კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, სახელმწიფო მედიკამენტების პირდაპირი წესით შესყიდვას იწყებს. მინისტრმა რუხის მრავალპროფილურ კლინიკასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს კლინიკის გაფართოება და ბენეფიციარებისთვის სერვისების დამატება. 

დღის ამბები