26 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
იმპიჩმენტის პროცედურას ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამართლებრივი დატვირთვა ჰქონდა - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

თალაკვაძის შეფასებით, მათთვის იმპიჩმენტის პროცედურას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამართლებრივი დატვირთვა.

"ხმებთან დაკავშირებით, ჩვენ იმთავითვე ვთქვით, რომ ჩვენს პოლიტიკურ პარტიას არ აქვს საკმარისი ხმები იმისთვის, რომ მხოლოდ ჩვენ მივიყვანოთ ეს იმპიჩმენტი ბოლომდე, თუმცა ამ იმპიჩმენტის პროცედურას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამართლებრივი დატვირთვა. როგორც ვთქვით, კანონის დაცვით, საკითხი გამოვა უკვე პარლამენტის სხდომაზე და შედგება კენჭისყრა," - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა გამოაქვეყნა. კერძოდ, სასამართლომ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. ამასთან, როგორც ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ - ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

დღის ამბები