26 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია დასაბუთებული და არგუმენტირებულია - მანანა კობახიძე 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს. მისი თქმით, სასამართლოს პოზიცია დასაბუთებული და არგუმენტირებულია.

"დამერწმუნეთ, სასამართლოს ყველა კითხვაზე აქვს პასუხი გაცემული. შესაბამისად, სასამართლომ სწორედ იმ სამ ვიზიტთან დაკავშირებით იმსჯელა, რომელიც იყო სადავო და, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევებს არ გასცდენია. ვფიქრობ, საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებულია ჩვენი სამართლებრივი პოზიცია, უმრავლესობის პოზიციას ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, ჩემთვის საინტერესოა განსხვავებული აზრი, თუმცა ჯერ არ მინახავს და ვნახავთ. კონსტიტუციის უზენაესობა და პრინციპი, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების განაწილების პრინციპს, დაცულია სწორედ ამ გადაწყვეტილებით. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლებრივად აფასებს ამა თუ იმ ქმედებას, ძალიან არასწორია კითხვა - ეს სტატუსს შეუშლის თუ არა ხელს. მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირისკენ გზა ნამდვილად გადის კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობის დაცვაზე. ის ყველამ უნდა დაიცვას," - აცხადებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მეორე კოლეგიის თავმჯდომარე მანანა კობახიძე.

დღის ამბები