26 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
მივესალმებით პოლარიზაციის გაღრმავებას "ნაციონალურ მოძრაობაში", რაც უფრო დასუსტდება ეს ოფშორული ორგანიზაცია, უფრო გაჯანსაღდება ქართულ სივრცეში პოლიტიკა - რატი იონათამიშვილი

"მივესალმებით პოლარიზაციის გაღრმავებას "ნაციონალურ მოძრაობაში," - ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ენმ-ში მიმდინარე პროცესებს.

მისივე შეფასებით, აღნიშნული პარტიის დასუსტება, პოლიტიკურ სივრცეს უფრო გააჯანსაღებს.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, სინამდვილეში, არის კეზერაშვილი და კეზერაშვილთან ჩასვლის შემდეგ, როგორც ჩანს, მისი დავალებების შესრულება დაიწყეს ამ მეორეხარისხოვანმა "ლიდერებმა". როგორც ჩანს, ამ დავალებებსაც ძალიან უნიათოდ ასრულებენ, ამიტომ ძალიან მალე კიდევ ერთხელ მოუწევთ კვიპროსში მისტერ ოფშორთან ჩასვლა და მისგან დატუქსვა. მივესალმებით პოლარიზაციის გაღრმავებას "ნაციონალურ მოძრაობაში", ამ პარტიას და მის სპონსორ კეზერაშვილს ჰქონდა სურვილი, რომ პოლარიზაცია დაესპონსორებინა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამას ასპონსორებს მხოლოდ საკუთარ პარტიაში. ასე, რომ პოლარიზაცია მშვიდობაში მოახმაროს ამ პარტიას. რაც უფრო დასუსტდება ეს ოფშორული ორგანიზაცია, მით უფრო გაჯანსაღდება ქართულ სივრცეში პოლიტიკა," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები