26 ნოემბერი 2024,   02:20
ვრცლად
მიმდინარე კვირაში, ქართველი ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ზურაბიშვილი აღარ არის ღირსი საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა​სთან დაკავშირებით, მარტივი ჭეშმარიტება დაადგინა.  

მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში, "დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის აღარ არის ღირსი საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს".

კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა უღალატა საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს:

"დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა მარტივი ჭეშმარიტება, რომ სალომე ზურაბიშვილმა, მრავალგზის, განზრახ და უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რითაც ის უხეშად დაუპირისპირდა კონსტიტუციურ წესრიგს. 

საქართველოს  საკონსტიტუციო სასამართლოს ამოსახსნელი ჰქონდა უმარტივესი სამართლებრივი კაზუსი. 

სალომე ზურაბიშვილმა უღალატა საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს. მიმდინარე კვირაში, ქართველი ხალხის მიერ 2020 წელს არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის აღარ არის ღირსი საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები