26 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
საარჩევნო ადმინისტრაციამ მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა

ამომრჩევლების ინფორმირების კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო ადმინისტრაციამ მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსმა წარუდგინა. მოხდა აპარატების დემონსტრირება და ჩატარდა იმიტირებული კენჭისყრა.

ცესკოში აცხადებენ, რომ ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება.

დღის ამბები