ყოველწლიური ფესტივალი "ღვინის დღეები" დაიხურა. ერთ-ერთი ბოლო ღონისძიება ბაღდათში შედგა. პროგრამის ფინალურ ნაწილში შეკრებილთა წინაშე კვარტეტი "რანინა და ბენდი", ასევე ჯგუფი "ბანდეროლი" წარადგენენ.
ფესტივალის ფარგლებში, ბაღდათის ცენტრში წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეღვინეების ღვინო, იმერული სამზარეულო, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები პატარებისთვის.