26 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
პოლონეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პოლონეთის მმართველი პარტია უმრავლესობას კარგავს

პოლონეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ეგზიტპოლების თანახმად, პოლონეთის მმართველი პარტია უმრავლესობას კარგავს. მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ "კანონი და სამართლიანობა" ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა, თუმცა არასაკმარისი ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენისთვის. ეგზიტპოლის თანახმად, მათ ხმების 36.8% მოიპოვეს, ხოლო მეორე ადგილზე ოპოზიციური კოალიცია 31.6%-ით გავიდა.

თუკი ეგზიტპოლის შედეგები გამართლდა, დონალდ ტუსკის "სამოქალაქო კოალიციას" მმართველი კოალიციის შექმნის უკეთესი შანსი აქვს, თუ სამი პარტია, რომლებიც მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებს იკავებენ, გაერთიანდებიან, რაც პოლონეთში იაროსლავ კაჩინსკის პარტია "კანონი და სამართლიანობის" რვაწლიან მმართველობას დაასრულებს.

დღის ამბები