ისრაელიდან საქართველოში მორიგი ფრენა განხორციელდა. გვიან ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თელ-ავივიდან კომერციული რეისით 45 მცირეწლოვანი ბავშვი ოჯახთან ერთად ჩამოფრინდა.
მგზავრები ამბობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში ურთულესი ვითარების მიუხედავად, უსაფრთხოდ ჩამოვიდნენ.
მათივე თქმით, აეროპორტში ყველაფერი კარგად არის განმარტებული და დეტალური ინსტრუქციისთვის საქართველოს საელჩოს და ავიაკომპანიას მადლობას უხდიან.