26 ნოემბერი 2024,   01:22
ვრცლად
აბსოლუტურად ყალბი, გაუგებარი და ღიმილის მომგვრელია რადიკალური ოპოზიციის ნარატივი, რომ თურმე, ორბანი პუტინისტია და უნგრეთი - პრორუსული სახელმწიფო - გია ცაგარეიშვილი

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიციის ნარატივი ორბანზე აბსოლუტურად ყალბი, გაუგებარი და ღიმილის მომგვრელია.

"ის ნარატივი, რომელსაც ოპონენტები ამკვიდრებენ, აბსოლუტურად ყალბი, გაუგებარი და ღიმილის მომგვრელია, რომ თურმე, ორბანი პუტინისტია, უნგრეთი პრორუსული სახელმწიფოა, რუსეთის კოლონიაა. ადამიანი ჩამობრძანდა ჩვენთან, საქართველოში და გვითხრა, რომ მე მსურს, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირში; მე მსურს, რომ თქვენ იყოთ ნატოში, უნგრეთისა და სხვა სახელმწიფოების გვერდით. ოპოზიციის განცხადებები ხომ აბსურდის თეატრია," - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 10 ოქტომბერს ეწვია.

დღის ამბები