26 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
რა გზავნილებით ჩამოვიდა უნგრეთის პრემიერი საქართველოში - კურიერი P.S.-ის სპეციალური რეპოირტაჟი

საქართველო და უნგრეთი - "ორი ქვეყანა და ორი კავშირი, რომელიც ერთ პოლიტიკურ კავშირს - ევროკავშირს ეკუთვნის". გზავნილი, რომელიც ვიქტორ ორბანმა საქართველოში დატოვა ასეთია. ევროპული კავშირის წევრი სახელმწიფოს პრემიერმა ბრიუსელს თბილისიდანაც უთხრა, რომ საქართველოს უსამართლოდ მოექცა და რომ მისი ადგილი ევროკავშირშია. ევროპულ გზაზე თბილისს ბუდაპეშტის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს, ეს ვიქტორ ორბანმა ირაკლი ღარიბაშვილს რამდენჯერმე გაუმეორა.

უნგრეთი დაიცავს თბილისის ინტერესს იქ სადაც საქართველოს ხმა ჯერ არ ისმის - პირობა კახეთში ერეკლე მეორის ისტორიულ სასახლეში დაიდო. დაიდო 10 ხელშეკრულებაც. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ამ ეტაპს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისტორიული უწოდა, თქვა ისიც რომ ქვეყანა მაქსიმუმს აკეთებს ევროპასთან დასაახლოებლად.

დღის ამბები