26 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
როგორ გამოიყურება ე.წ. მეტრო, საიდანაც "ჰამასი," ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს გეგმავს - რა ხდება ღაზის მიწისქვეშა გვირაბებში

მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, ღაზის ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით მიმდინარეობს, იმიტომ რომ ისრაელის მთავარი სამიზნე ამ ეტაპზე სექტორის ჩრდილოეთ ნაწილია. მიზეზი მიწისქვეშა გვირაბებია. ისრაელი "ჰამასს" დიდი ხანია ადანაშაულებს მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყენებაში. იარაღის საცავები, ტერორისტულ ორგანიზაციას სწორედ ღაზის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რაიონების მიწისქვეშა გვირაბებში აქვს მოწყობილი.

როგორც ისრაელის მხარე აცხადებს, გვირაბებიდან ზოგიერთი პირდაპირ სამხრეთ ისრაელის საზღვარს უკავშირდება, რაც საშუალებას აძლევს ტერორისტებს თავს დაესხან ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას. ღაზის მთელ ტერიტორიაზე დაახლოებით 2500 გვირაბია. უმეტესი მათგანი ჩრდილოეთშია, თუმცა გარკვეული ნაწილი განლაგებულია სექტორის სამხრეთ ნაწილშიც.

გვირაბები აღჭურვილია ელექტროენერგიით და სარკინიგზო ლიანდაგებით, მოწყობილია სპეციალური ოთახები, სადაც დასაწყობებულია საკვები და სასმელი წყალი. ვარაუდობენ, რომ ხშირ შემთხვევაში ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერები სწორედ აქ იმალებიან.

გვირაბები დაახლოებით 30 მეტრის სიღრმეშია, უკავშირდება სახლების, მეჩეთების, სკოლების და სხვა საზოგადოებრივი შენობების ქვედა სართულებს. ისრაელში დარწმუნებულები არიან რომ "ჰამასი" მიზანმიმართულად ათავსებს ტერორისტულ ინფრასტრუქტურას სამოქალაქო უბნებში, რადგან იცის, რომ ისრაელს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა არ სურს.

დღის ამბები