26 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
"ჰამასისთვის" ადამიანის სიცოცხლეს ღირებულება არ აქვს... მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ისინი მიზანმიმართულად აფერხებენ - ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი

"ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასისთვის" ადამიანის სიცოცხლეს ღირებულება არ აქვს" ,- აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი. ჯონათან კონიკუსის თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას "ჰამასი" მიზანმიმართულად აფერხებს და აღნიშნავს, რომ ღაზის სექტორიდან გამოსული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ავტორიზებულია "ჰამასის "მიერ, უკიდურესი სიფრთხილით და ეჭვით უნდა იქნას განხილული.

"ჰამასმა" გააფრთხილა თავისი მშვიდობიანი მოქალაქეები, არ დაეტოვებინათ ადგილი, როდესაც ხალხმა არ მოუსმინა "ჰამასის" მოწოდებებს და ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით დაიწყეს გადაადგილება, "ჰამასმა" მათთვის შექმნა ბარიერები და ფიზიკურად შეაფერხა ხალხის ნაკადი. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს რომ ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასისთვის" ადამიანის სიცოცხლეს ღირებულება არ აქვს. ჩვენ წარმოვადგინეთ ამ ინციდენტების ამსახველი კადრები, აქ ჩანს კოლონის შეფერხება სატვირთო მანქანების გამოყენებით, ასევე, არის კადრი რომელიც ასახავს აფეთქებას. ჩვენ ვაპირებთ ასეთი ფაქტების დემონსტრირებას. ღაზას სექტორიდან გამოსული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც "ჰამასი" ავრცელებს უკიდურესი სიფრთხილით და ეჭვით უნდა იქნას განხილული," - განაცხადა ჯონათან კონრიკუსიმ.

დღის ამბები