ღვინის დღეები დღეს სამეგრელოში დასრულდება. ფესტივალის მასპინძელი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღია, სადაც სპეციალურად მოწყობილ სივრცეში სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ ღვინო და გაიგონ მეტი ღვინის დაყენების შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება, მოწყობილია სხვადასხვა, მათ შორის ბავშვთა გასართობი და გასტრონომიული კუთხეები.
ღვინის დღეები ზუგდიდში ევროპულად დასრულდება. სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოს იტალიელი მომღერალი კიარა ჩიველო ესტუმრა.