26 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
"ჰამასს" ეგონა, რომ გაგვტეხდა, ჩვენ დავამსხვრევთ მათ - ისრაელის პრემიერ-მინისტრი

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მათი ჯარი ნებისმიერ მომენტში მზად არის, ტერორისტების გასანადგურებლად.

მისივე განცხადებით, ჯარისკაცებმა იციან, რომ მათ უკან უკან მთელი ერი დგას.

"ჰამასს" ეგონა, რომ გაგვტეხდა, ჩვენ დავამსხვრევთ მათ. ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ. ეს ერთობა მკაფიო გზავნილია ხალხისთვის, ჩვენი მტრისა და მსოფლიოსთვის. მე ფრონტის ხაზზე შევხვდი ჩვენ მამაც მეომრებს. ჯარისკაცებმა იციან, რომ მათ უკან მთელი ერი დგას. ჩვენი ჯარი ნებისმიერ მომენტში მზად არის მოქმედებისთვის და ტერორისტების გასანადგურებლად", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

დღის ამბები