26 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს კვიპროსს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე მატჩს თბილისში, კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს. ეროვნულმა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჩაატარა.

ვარჯიშის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სანიოლთან ერთად, მედიის შეკითხვებს გიორგი ქოჩორაშვილმაც უპასუხა.

საქართველოს და კვიპროსის ნაკრებების მატჩი დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები