"რა? სად? როდის?" თამაშების ერთწლიან მარათონი აჭარის შემდეგ, კახეთში გაგრძელდა. რეგიონის მასშტაბით, 100-ზე მეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, სახალისო კითხვები სპეციალურად იყო შერჩეული, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას.
ღონისძიება, კახეთის შემდეგ, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებშიც ჩატარდება. თამაშში მონაწილეობის მიღება მე-8 დან მე-12 კლასამდე მოსწავლეებს შეეძლებათ.