საქართველოში ღვინის დღეები გრძელდება - ღონისძიებებს დღეს, გურჯაანი მასპინძლობს. აქტივობები 14 საათიდან დაიწყო. საფესტივალო სივრცეში სხვადასხვა პავილიონია მოწყობილი, სადაც ტრადიციული მეთოდით დამზადებული ღვინოა გამოფენილი.
ახტალის პარკში, უამრავი ადამიანი მივიდა. გურჯაანში 200-ზე მეტი საწარმოა წარმოდგენილი და სხვადასხვა სახეობის ღვინის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.