26 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელში მყოფი დიპლომატიური კორპუსის ოჯახის წევრების და იმ თანამშრომლების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც არსებით პოზიციებს არ იკავებენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელში მყოფი დიპლომატიური კორპუსის ოჯახის წევრებისა და იმ თანამშრომლების სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც საელჩოსა და საკონსულოებში არსებით პოზიციებს არ იკავებენ. 

"სახელმწიფო დეპარტამენტს არ გააჩნია საზღვარგარეთ მყოფი აშშ-ის მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, საზღვრებს გარეთ მომსახურე სამთავრობო პერსონალის ჩათვლით. საელჩო ღია რჩება. დიპლომატიურად უმაღლეს დონეზე ჩართული ვრჩებით და ეს გაგრძელდება", – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

დღის ამბები