უმრავლესობის დეპუტატები "ღვინის დღეების" ფარგლებში, გურჯაანში ჩავიდნენ. დავით სონღულაშვილმა, ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს ადგილობრივი მეწარმეების განვითარებას უწყობს.
"მეშვიდე წელია, რაც ტარდება გურჯაანის ღვინის ფესტივალი და შესაბამისად, ჩამოყალიბდა ტრადიცია, სადაც შესაძლებლობა ეძლევათ როგორც მეღვინეებს, ასევე სხვადასხვა მეწარმეებს ძალიან ფართო აუდიტორიას გააცნონ თავისი ნაწარმი და წარუდგინონ საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს თავისი პროდუქცია," - აცხადებს პარლამენტის გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი, დავით სონღულაშვილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოსთვის ღვინის დღეების მნიშვნელობაზე საუბრობს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება ღვინის ფესტივალი. ღვინო არის საქართველოს იდენტობის და გენეტიკური კოდის ნაწილი და ეს რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს, რომ ჩვენ კიდევ უფრო უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა პრემიერ მინისტრის," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.