ღვინის სამშობლოში, "ღვინის დღეები" გრძელდება. ფესტივალს ზესტაფონი მასპინძლობს. ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ტარდება. ადგილზე მოსულ სტუმრებს კი მთელი დღის განმავლობაში, დატვირთული პროგრამა ელოდება. დღე გალა-კონცერტით დასრულდება.
ფესტივალის მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა. დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ როგორც დააგემოვნონ, ასევე შეიძინონ მერული ღვინო. გარდა ამისა, შეფ-მზარეულები ამზადებენ იმერულ კერძებს.