26 ნოემბერი 2024,   01:23
ვრცლად
ისრაელი იცავს ლეგიტიმურ უფლებას, დაიცვას თავისი ხალხი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ მშვიდობიან მოსახლეობას, ჩვენ ერთად ვმუშაობთ ამის გასაკეთებლად - ბლინკენი

დიდი ძალებით შეტევა დაანონსებულია. ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში თავდასხმების ახალი ეტაპებისთვის ემზადებიან. ისრაელის არმიამ ღაზის სექტორის ჩრდილოეთის მცხოვრებთა ევაკუაციის ვადა ექვსი საათით გაახანგრძლივა.

„ჰამასის" წინააღმდეგობის მიუხედავად, ანკლავის სამხრეთ ნაწილში ათასობით პალესტინელი გადავიდა, თუმცა ადამიანთა სრული ევაკუაცია შეუძლებელი ხდება.

პარალელურად, ისრაელი ღაზის სექტორს ბომბავს. გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის ისრაელში.

ჰამასი რაკეტების დიდ ნაკადს აშკელონისა და თელ-ავივის მიმართულებით ისვრის. ადგილობრივები თავშესაფრებში არიან. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰამასის“ სამხედრო მეთაური, რომელიც სამხრეთ ისრაელზე შეტევებს ხელმძღვანელობდა მოკლულია.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ჰამასის დღის წესრიგი ისრაელის სახელმწიფოს განადგურებაა. 

"ჰამასი არ არის წარმომადგენელი პალესტინელი ხალხის ან მომავლის ლეგიტიმური მისწრაფებების. ჰამასი ტერორისტული დაჯგუფებაა. მისი ერთადერთი დღის წესრიგია ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და ებრაელების მკვლელობა. და მნიშვნელოვანია, რომ მთელმა მსოფლიომ ეს დაინახოს. ამავდროულად, ისრაელი იცავს თავის ლეგიტიმურ უფლებას დაიცვას თავისი ხალხი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენგანი გავუფრთხილდეთ მშვიდობიან მოსახლეობას. და ჩვენ ერთად ვმუშაობთ ზუსტად ამის გასაკეთებლად,"- აცხადებს ბლინკენი. 

დღის ამბები