26 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობა და კიდევ ორი დაკავებული - როგორც ცნობილია, მოზარდი გატაცების შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძის სახლში ჩაიყვანეს

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმე და დაკავების მორიგი ტალღა. სამართალდამცველებმა მკვლელობისთვის ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავეს.

როგორც ცნობილია, მოზარდი გატაცების შემდეგ სწორედ ბიძის სახლში ჩაიყვანა. როგორც ირკვევა, მოზარდი ჯერ ბოლნისიდან იძულებით გაიტაცეს, შემდეგ მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. ამ დანაშაულის შესახებ კი მოძალადე მამაკაცის ოჯახის წევრებმა იცოდნენ, თუმცა მათ პოლიციას ამის შესახებ არაფერი შეატყობინეს. 

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის, გატაცებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე, სულ დაკავებულია 5 პირი. გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, დაკავებულ პირთა წრე გაიზარდოს. 

 

დღის ამბები