26 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშნელოვანია იმისთვის, რომ ყველამ ქვეყანაში დაიცვას კანონი

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ორი დღე რჩება. დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის უზენაესი კანონი - თუკი პლენუმის 9 მოსამართლიდან, ექვსი ამ კითხვას დედებითად უპასუხებს, მაშინ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურები, საკანონმდებლო ორგანოში გადმოინაცვლებს. იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა მმართველ პარტიას საკანონმდებლო ორგანოში არ აქვს. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო პრეზიდენტის მხარეს არ დაიჭერს. 

"გამიკვრდება, თუ საკონსტიტუციო პრეზიდენტის მხარეს დაიჭერს. ოპოზიციიდან უმრავლესობა კი ღიად აფიქსირებს პოზიციას და არ მგონია, გადათქვან. იმპიჩმენტი არ შედგება და ეს კარგია თუ ცუდი, ამას დროს გვაჩვენებს,"- აცხადებს რაქვიაშვილი.

ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, კანონის უზენაესობა ყველაფერზე მაღლა დგას. 

"მოლოდინი გვაქვს ზუსტად იგივე - იმდენად ცხადია და იმდენად სახეზეა კონსტიტუციის დარღვევა, რომ ამას გვერდს ვერ ავუვლით. დღეს, არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოვაგროვებთ 100 ხმას, მაგრამ ეს იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ ყველამ, ჩვენს ქვეყანაში უნდა დაიცვას კონსტიტუცია, რადგან კანონის უზენაესობა ყველაზე მაღლა დგას,"- აცხადებს ჩიქოვანი.

დღის ამბები