26 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
ჩვენ ჰამასს ძლიერად დავარტყით, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, ვიბრძვით სამშობლოსთვის და ჩვენ ვიბრძვით ლომებივით - ბენიამინ ნეთანიაჰუ

"დღეს ყველამ იცის, რომ ვიბრძვით სამშობლოსთვის და ჩვენ ვიბრძვით ლომებივით. ჩვენ ყველანი გაერთიანებულნი ვართ, ჩვენ ჰამასს ძლიერად დავარტყით, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია," - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ებრაელი ხალხისადმი მორიგი მიმართვისას განაცხადა.

"ბევრი იქნება მოთხრობილი ჩვენი ხალხის გმირობაზე იმ დაწყევლილი შაბათის, ძლიერი ტკივილის ბნელ დღეებზე - ისტორიები, რომლებიც ისრაელის იდენტობაში ჩაიწერება," - განაცხადა ნეთანიაჰუმ. 

"ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმ სისასტიკეს, რომელიც ჩვენმა მტრებმა ჩაიდინეს, და არასოდეს ვაპატიებთ, არასოდეს მივცემთ უფლებას მსოფლიოს ან ვინმეს, დაივიწყოს ეს სისასტიკე, რომელიც არ ჩაუდენია ებრაელ ხალხს. ჩვენმა მტრებმა ახლახან დაიწყეს ფასის გადახდა. არ დავაკონკრეტებ რა იქნება შემდეგ, მაგრამ მე გეუბნებით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ გავანადგურებთ ჰამასს და გავიმარჯვებთ," - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები