26 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
ღაზას სექტორში ისრაელის არმიის ტანკები და ქვეითები ლოკალური რეიდების და მძევლების ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით შევიდნენ - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვა აქვეყნებს

ისრაელის თავდაცვის არმიის ინფორმაციით, ღაზას სექტორში ისრაელის არმიის ტანკები და ქვეითები ლოკალური რეიდების, ტერიტორიის პოტენციური ტერორისტებისგან გაწმენდისა და მძევლების ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით შევიდნენ.

"ცახალის" განცხადებით, ჯარისკაცებმა რამდენიმე ტერორისტი გაანეიტრალეს, მათ შორის, "ჰამასის" წევრებიც არიან, რომელმაც ისრაელის მძიმე ტექნიკას, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები ესროლეს.

ისრაელის არმია ღაზას სექტორის სიღრმეში არ შესულა. "ცახალის" კონტრ-ადმირალის დანიელ ხაგარის განმარტებით, სატანკო და საქვეითო დანაყოფებმა, სამძებრო ოპერაცია ჩაატარეს და "ჰამასის" ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო დანაყოფის, ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევას შეუშალეს ხელი“.

ამასთან, მისი თქმით, ქვედანაყოფებმა გააკეთეს აღმოჩენები, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების ძებნაში დაეხმარებათ.

"ჩვენ განვაგრძობთ ყველა საშუალების გამოყენებას იმისთვის, რომ გავარკვიოთ ყველა დეტალი, დაკარგულებისა და ტყვედ აყვანილი მოქალაქეების ადგილსამყოფლის დასადგენად", - განაცხადა ხაგარიმ.

დღის ამბები