26 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
ხაბეიშვილის შეხვედრა კეზერაშვილთან - შეცვლის თუ არა პარტიის დამფინანსებელი პარტიის თავმჯდომარეს

კეზერაშვილთან სამდღიანი აუდიენციის შემდეგ, ლარნაკადან დაბრუნებულმა "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარემ თქვა, რომ თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს. საზოგადოებას შეახსენა ისიც, რომ არჩეულია, რაც მის ლეგიტიმაციას ამყარებს. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ სახელდება - ხაბეიშვილი თანამშრომლობას კვიპროსში დაგეგმილ სამომავლო კოალიციაში სთავაზობს.

კეზერაშვილისა და "ნაცმოძრაობის" მოქმედი მენეჯმენტის ურთიერთობას, დამკვეთის მიმართ მორჩილებად აფასებენ ნიკა მელიას ფლანგში, რის გამოც პარტიიდან დროულად გასვლის აუცილებლობაზე აკეთებენ აქცენტს.

ხაბეიშვილის დაანონსებულ ახალ კოალიციას - უშანსოს, კეზერაშვილის გავლენების გაძლიერებას კი - დაკანონებულ ჩრდილოვან მმართველობას უწოდებენ კოლეგა ოპოზიციონერები. პოლიტიკოსების აზრით, მსგავს ვითარებაში, "ნაციონალური მოძრაობის" ნებისმიერი თავმჯდომარე, მხოლოდ ფიქტიური ფიგურა იქნება.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხაბეიშვილის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ დარჩენა, ამ პარტიის არჩევნებზე დამარცხების ტოლფასია. რაც შეეხება კეზერაშვილს - "ქართულ ოცნებაში" ოპონენტებს ახსენებენ, რომ ისინი ფინანსური დამოკიდებულების გამო მასთან ვალში არიან, რაც არაფორმალური მმართველის პოზიციებს კიდევ უფრო აძლიერებს.

"ნაციონალური მოძრაობის" სრული მენეჯმენტი მთავარმა დამფინანსებელმა კვიპროსში სამი დღის წინ გამოიძახა. რა იყოს საგანგებო შეკრების მიზეზი, უცნობია, ცნობილია ის, რომ ამ ვიზიტმა პარტიის მეორედ გაყოფის პროცესი დააჩქარა.

დღის ამბები