"ხელისუფლების დამხობის" საქმეზე გამოძიება გრძელდება, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა მსახიობი ნატალია ვაწაძე, მან სასამართლოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.
მსახიობი ესწრებოდა თბილისში ჩატარებულ ტრენინგს, რომელიც "კანვას საქართველომ" USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში გამართა. სუსმა ის სწორედ ამ ტრენინგზე დასწრების გამო გამოკითხა.