"ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობა" - ამ თემაზე კვლევა ორგანიზაცია "საფარმა" დანიის მთავრობისა და დანიის გენდერული და თანასწორობის ცენტრის მხარდაჭერით ორ რეგიონში, კახეთსა და აჭარაში ჩაატარა.
შეისწავლეს რამდენად განიცდიან ქალები პარტნიორების ან ქმრების მხრიდან ეკონომიკურ ძალადობას. ეს არის ქცევა, რომლითაც მოძალადე ზღუდავს, აკონტროლებს და იყენებს ქალის ეკონომიკურ რესურსებს და პოტენციალს.