26 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
ევროსაბჭომ რუსეთი დიქტატურად გამოაცხადა

ევროსაბჭომ რუსეთი დიქტატურად გამოაცხადა. ევროპის საბჭოს ასამბლეა წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, "აღიარონ პუტინი არალეგიტიმურად მისი ამჟამინდელი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ და შეწყვიტონ მასთან ყოველგვარი კონტაქტი, ჰუმანიტარული მიმართულების გარდა," - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.

ასამბლეამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2000 წლიდანაა. 2020 წლის ივლისში რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა მისი პოტენციური პრეზიდენტობა 2036 წლამდე გაახანგრძლივა, რამაც გამოიწვია შეშფოთება კონტროლის და ბალანსის სისტემის არარსებობის გამო.


დღის ამბები