დანით თავდასხმა საფრანგეთის ერთ-ერთ სკოლაში - ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
BFM TV-ის ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ არასში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი ადამიანი ამავე სკოლის მასწავლებელი იყო.
ადგილობრივი პოლიცია იუწყება, რომ დანით შეიარაღებული პირი თავდასხმის დროს "დიდება ალაჰს!" ყვიროდა. მათივე თქმით, თავდამსხმელი დაკავებულია, დაკავებულია თავდამსხმელის ძმაც.
დაკავებული თავდამსხმელი ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა. ის წარმოშობით ჩეჩნეთიდან არის და რადიკალურ ისლამში მისი ჩართულობა უსაფრთხოების სამსახურებისთვის ცნობილი იყო.