26 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ორშაბათს გახდება ცნობილი

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ორშაბათს გახდება ცნობილი. სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, კანონით დადგენილი 30-დღიანი ვადა 14 ოქტომბერს, უქმე დღეს იწურება, ამიტომ თარიღმა ორშაბათამდე გადაიწია.

"გადაწყვეტილების პარლამენტში გაგზავნის ბოლო თარიღი არის 14 ოქტომბერი, მაგრამ ვინაიდან 14 ოქტომბერი არის არასამუშაო დღე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება შეიძლება გაიგზავნოს პირველ სამუშაო დღეს. ანუ, ეს არის 16 ოქტომბერი, ორშაბათი. კონსტიტუციაში წერია, რომ ეგზავნება პარლამენტს, მაგრამ ჩვენი საერთო წესებით, ვინაიდან ჩვენ, საკონსტიტუციო სასამართლო ზეპირი მოსმენით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას დარბაზში ვაცხადებთ, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება დარბაზში გამოცხადება, მაქსიმუმ, 16 ოქტომბერს. ხვალ და ზეგ არ გამოვაცხადებთ, რადგან არასამუშაო დღეებია.

დაწერა, მაგრამ ამ დაწერილ ტექსტში მოსამართლეებს შეუძლიათ თავიანთი კორექტურა შეიტანონ, დაამატონ, გამოაკლონ და საბოლოო ვერსია, რომელიც ორშაბათს გამოცხადდება, ორშაბათ დილას იქნება მხოლოდ ცნობილი. ერთპიროვნულად, ერთი ადამიანი ხომ არ იღებს გადაწყვეტილებას, მათ შორის, არც თავმჯდომარე და არც მომხსენებელი მოსამართლე. ყველას ურიგდება პროექტის ტექსტი და დაურიგდა, ყველას შეაქვს თავისი ცვლილება. საბოლოოდ, ამ შეტანილ ცვლილებებზე მოსამართლეები უნდა შეიკრიბონ და შეთანხმდნენ,"- აცხადებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა.

დღის ამბები