ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ისრაელში ჩავიდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
თელ-ავივში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ოსტინის შეხვედრები ისრაელელ კოლეგასთან - იოავ გალანტთან და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.
CNN-ის ცნობით, მხარეები ისრაელის ოპერატიულ დაგეგმარებაზე, ამოცანებსა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო დახმარებაზე ისაუბრებენ.