ისრაელის შეიარაღებული ძალები მოუწოდებენ ქალაქ ღაზას მოსახლეობას, უსაფრთხოებისთვის ქალაქი დატოვონ და ქვეყნის სამხრეთით გადაინაცვლონ.
შეიარაღებული ძალების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსახლეობა შეატყობინებენ, თუ როდის შეძლებენ სახლებში დაბრუნებას.
IDF-მა განაცხადა, რომ ჰამასის წევრები მიწის ქვეშ არსებულ გვირაბებში იმალებიან. ამიტომ მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ "საკუთარი და ოჯახების უსაფრთხოებისთვის ჰამასის ტერორისტებს გაერიდონ, რომლებიც მოსახლეობას ფარად იყენებენ".