26 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, 5 პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ხუთი პირის მიმართ, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ დაფუძნებულ იქნა ორი ფიქტიური კომპანია, რომელთა გამოყენებითაც, მათ მიერ თავიანთ მმართველობაში არსებულ მოქმედ საწარმოებზე გაწერილ იქნა ჯამში რვა ერთეული ყალბი ანგარიშ-ფაქტურა, თითქოსადა სამუშაოების შესრულების თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს და შემდგომ გამოიყენეს 103 469 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი.

"ტარდება შესაბამისი პროცედურები სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 185-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლებას აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით," - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები