რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში, სადაც ომის მეშვიდე დღე დაიწყო - ისრაელის მოტივი ჰამასის სრული განადგურებაა, უკვე მიწასთან არის გასწორებული ღაზა. იერიშები კვლავ გრძელდება. მსხვერპლი პალესტინის მხარეს უკვე ისრაელისას აჭარბებს. ღაზაში 1500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმებს 1300-ამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საერთაშორისო ორგანიზაციების გაფრთხილების მიუხედავად, ისრაელის სამხედროები ღაზის სექტორზე ბლოკადის შენარჩუნებას მანამ აპირებენ, სანამ ჰამასი მძევლებს არ გაათავისუფლებს.
გაეროს ინფორმაციით, ღაზა კატასტროფის წინაშეა, იწურება წყლისა და საკვების მარაგი, ასევე, ხელმისაწვდომი არ არის აუცილებელი სამედიცინო სერვისები. იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა 423 ათასამდე გაიზარდა.