26 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
ღვინის დღეები საქართველოში - დღეს ფესტივალის მასპინძელი სამეგრელოა

11 ქვეყნის 22 მკვლევარი, ქართველ მეცნიერებთან ერთად, კვლავ ქართული ვაზის და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტში მონაწილეობს. "ღვინის დღეების" ფარგლებში გამართული კონფერენცია დღეს დასრულდა.

525 ენდემური ვაზის ჯიშების შესწავლა და დაკვირვება ამ დრომდე მიმდინარეობს. მეცნიერებმა უკვე ჩატარებულ, სამომავლო კვლევებსა და მიღებულ შედეგებზე სამი დღის განმავლობაში ისაუბრეს.

საქართველოში ღვინის დღეების აღნიშვნა გრძელდება. დღეს ფესტივალის მასპინძელი სამეგრელოა. ადგილობრივმა და უცხოელმა სტუმრებმა მარტვილში ქართული ღვინო დააგემოვნეს. მთელი დღის განმავლობაში ღვინის დღეებმა ყველა ასაკის სტუმარს უმასპინძლა.

ღვინის 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიცია კახეთშიც გრძელდება. საგარეჯოში ღვინის გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი კერძების დეგუსტაცია, სხვადასხვა მასტერკლასი იმართება.

ღვინის დღეები საქართველოში - ფესტივალი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, წელს მეორედ იმართება. ფესტივალი, რომელმაც უკვე ტრადიციული და მასშტაბური სახე მიიღო, ქვეყნის 23 მუნიციპალიტეტში, 15 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება.

 

დღის ამბები