26 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
ქვეყანა, რომელიც კანდიდატის სტატუსს განსაკუთრებით იმსახურებს - ვიქტორ ორბანის სამი დღე საქართველოში

თელავი, ერეკლე მეფის სასახლე - ვიზიტის მესამე დღეს, სწორედ აქ უმასპინძლა ვიქტორ ორბანს და უნგრეთის სამთავრობო დელეგაციას პრემიერ-მინისტრმა. ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, უნგრეთი, როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთგული მხარდამჭერი - ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. საქართველოსთვის სტატუსის არ მინიჭების გამო, ევროპის შეცდომაზე და ამ შეცდომის გამოსწორების აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალგანზომილებიანი ურთიერთობების გაღრმავების გადაწყვეტილება ერთობლივ მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე მიიღეს. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ქვეყნების ევროპული მისწრაფებებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მზადყოფნა და პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობა მემორანდუმებზე ხელმოწერებით გაამყარეს.

განათლება, თავდაცვა, ინფრასტრუქტურა, მართლმსაჯულება, ფინანსები - ურთიერთგაგების მემორანდუმებს ხელი შესაბამისი დარგის მინისტრებმა მოაწერეს. გაფორმდა საქართველოსა და უნგრეთის ერთობლივი დეკლარაციაც, რომელზე ხელმოწერით, პრემიერ-მინისტრებმა სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგი განსაზღვრეს.

უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი, მეუღლესთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოში მესამე დღეა იმყოფება. არაფორმალურ გარემოში თუ მაღალი რანგის ოფიციალურ შეხვედრებზე ვიქტორ ორბანმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ წლის ბოლოს ის მხარს დაუჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს.

დღის ამბები