ისრაელის მხარდასაჭერად, ძველ თბილისში, სინაგოგასთან ქართველი ებრაელები და საქართველოს სხვა მოქალაქეები შეიკრიბნენ.
სოლიდარობის აქციაზე აღნიშნეს, რომ ტერორიზმმა არ უნდა გაიმარჯვოს. შეკრებაზე მივიდა საქართველოში ისრაელის ელჩიც. მან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.