26 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობებში დღეს ისტორიული დღეა - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობებში დღეს ისტორიული დღეა.

მისი განმარტებით, ის ბედნიერი და მოხარულია, რომ პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი თავის კაბინეტთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა და დღეს, პირველი მთავრობათაშორისი სამიტი გაიმართა.

"ბედნიერი და მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი თავის კაბინეტთან ერთად ჩამობრძანდა საქართველოში და ჩვენ დღეს გავმართეთ პირველი მთავრობათაშორისი სამიტი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის უნიკალური. შეგახსენებთ, რომ ჩვენ საკმაოდ ინტენსიური შეხვედრები გვქონდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მე ვიყავი ვიზიტით ბუდაპეშტში, სადაც შევთანხმდით სწორედ პირველი მთავრობათაშორისი სამიტის გამართვის შესახებ. ასევე, ბუდაპეშტში ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები. მინდა, მთავრობის სახელით გამოვხატო გულწრფელი მადლიერება, ბატნო ვიქტორ პირადად თქვენდამი, ვინაიდან თქვენ ხართ, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ნამდვილი მეგობარი, ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები