26 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
საქართველო არის ქვეყანა, საიდანაც ევროკავშირს შეუძლია მიიღოს სიახლე, იმპულსი და დადებითი ენერგია, თუმცა ევროკავშირი საქართველოს მიმართ უკიდურესად ფარისევლურად იქცევა - პიტერ სიიარტო

თელავში უნგრეთისა და საქართველოს სამთავრობო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. მხარეები ორმხრივი პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებას განიხილავენ, რის შემდეგაც რამდენიმე მემორანდუმი გაფორმდება. ირაკლი ღარიბაშვილი და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებასაც გააკეთებენ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პიტერ სიიარტოს თქმით, საქართველო ისეთ ქვეყანაა საიდანაც ევროკავშირს შეუძლია მიიღოს სიახლე, იმპულსი და დადებითი ენერგია, თუმცა ევროკავშირი საქართველოს მიმართ უკიდურესად ფარისევლურად იქცევა.

"პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, თითქმის, ყველა ჩემს კოლეგა მინისტრთან ერთად ჩამოვედით საქართველოში, რათა ვისაუბროთ ორ მეგობარ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ევროკავშირს სჭირდება ერთგვარი ახალი იმპულსი სიახლეებისთვის. მნიშვნელოვანია გაფართოების პოლიტიკის დაჩქარება. ახლა, საქართველო ისეთ ქვეყანაა, საიდანაც ევროკავშირს შეუძლია მიიღოს სიახლე, იმპულსი და დადებითი ენერგია. ვინაიდან, ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელმაც შეძლო ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა. სამწუხაროდ, ევროკავშირი საქართველოს მიმართ უკიდურესად ფარისევლურად იქცევა. ორმაგ სტანდარტებს მიმართავენ. ევროპა ბევრს მოიგებს, თუ საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდება", - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

დღის ამბები