26 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
პირველად ისტორიაში, შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალმა 33 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

პირველად ისტორიაში, შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალმა 33 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა - ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ფისკალური ანტირეკორდის ფონზე, კონგრესში 2024 წლის ფედერალური დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცეს.

მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური ღია საბაზრო კომიტეტის ბოლო შეხვედრაზე, შტატების ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა - სამომავლოდ საპროცენტო განაკვეთების ზრდას ბანკი არ გამორიცხავს.

ეკონომიკური გამოცემები წერენ, რომ შტატებში რეკორდულად დაეცა მომხმარებლის განწყობისა და ოპტიმიზმის ინდექსიც, რაც მომდევნო თვეებში რეცესიას მოასწავებს.

დღის ამბები