26 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
საქალაქო სასამართლომ 14 წლის მოკლული გოგონას დედას და ბიძას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

14 წლის მოკლული გოგონას დედას და ბიძას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლომ გუშინ დღის ბოლოს მიიღო.

ორივე მათგანს ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებენ.

პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ თავისუფლება აღუკვეთა, თუმცა აითაჯ შახმაროვამ გაპარვა მოახერხა და დედას დაუკავშირდა. მომხდარი გაიგო ბიძამაც, მიუხედავად ამისა, ორივე მათგანმა მოზარდი აიძულა გამტაცებელთან დაბრუნებულიყო, რაც საბოლოოდ გოგონას განზრახ მკვლელობით დასრულდა.

რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებულიც.

დღის ამბები