ომის მეექვსე დღეა ისრაელში. ღაზაში საჰაერო თავდასხმების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ, უკვე 1100-ს გადააჭარბა. თითქმის ამდენივეა მსხვერპლი ისრაელის მხარესაც. ღაზას სექტორი ისრაელს სრული ბლოკირებული ჰყავს. ყოველ წუთს ელოდებიან, რომ ისრაელის დაიწყებს მასიურ სახმელეთო შეტევას. ამისთვის საზღვართან უკვე რამდენიმე დღეა მობილიზებულია 300 ათასი რეზერვისტი.
რამდენიმე საათში, ისრაელში ამერიკის სახელმწიფო მდივანს ელოდებიან. დაგეგმილია ენტონი ბლინკენის შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან. გაკეთდება ისრაელის მხარდამჭერი განცხადებები. ისრაელში ჩასვლამდე, ბლინკენმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მსჯელობა ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ, რომელიც ღაზაში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას მისცემს საშუალებას ეგვიპტის გავლით ტერიტორია დატოვოს.
ღაზის სექტორში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის წყლის, საკვებისა და საწვავის მიწოდების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა გაერო-ს გენერალური მდივანმა. ამ დროის მონაცემებით, ღაზას სექტორის დატოვება შეძლო მხოლოდ 330 ათასმა ადამიანმა, ადგილზე რჩება დაახლოებით 2 მილიონი.