გვიან ღამით, ისრაელიდან საქართველოში კიდევ ორი რეისი შესრულდა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში თელ-ავივიდან ათეულობით მოქალაქე დაბრუნდა.
მგზავრებმა, ჟურნალისტებთან ისრაელში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. მათი თქმით, სროლისა და აფეთქებების ხმა ქვეყანაში ამ დრომდე ისმის. დაბრუნებულები ამბობენ იმასაც, რომ საქართველოში დაბრუნება შეფერხების გარეშე შეძლეს.