26 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
8 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელიდან საქართველოში 3000-ზე მეტი ადამიანი ჩამოფრინდა...რეისები შედგება, სანამ მოთხოვნა იქნება - ლაშა ჟვანია

ისრაელში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ამბობს, რომ 8 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელიდან საქართველოში 3000-ზე მეტი ადამიანი ჩამოფრინდა. როგორც ელჩმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს "საქართველოს ავიახაზებთან" დამატებითი რეისების დანიშვნის შესახებ, რადგან მოთხოვნა ჯერ კიდევ არის.

"8 რიცხვიდან დღევანდელ დღემდე, 3000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა ისრაელიდან საქართველოში. თელ-ავივი - ბათუმი, თელ-ავივი - თბილისი, თელ-ავივი - ქუთაისის მიმართულებით. ასევე, ტრანზიტული რეისებით, ავიაკომპანია "პეგასუსის" საშუალებით, თურქეთის გავლით. ამ 3000 მოქალაქეში არიან როგორც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, ასევე ორმაგი მოქალაქეები და ნაწილი არის ისრაელის მოქალაქეები, რომელთაც ოჯახის წევრები ჰყავთ საქართველოში, ან უბრალოდ, გამოემგზავრნენ საქართველოში.

რეისების რაოდენობა საკმარისი არ იყო და ამიტომ დაემატა დღევანდელ და ხვალინდელ დღეზე "ჯორჯიან ეარვეისის" დამატებითი რეისები. ამ რეისებზეც ბილეთები გაიყიდა დაუყოვნებლივ, მაშინვე, 20 წუთის განმავლობაში. ჩვენ ვმუშაობთ "ჯორჯიან ეარვეისთან", რომ დაემატოს კიდევ რეისები მომდევნო დღეებში, შეიძლება 13-14-15 ოქტომბერს. ასეთი რეისები შედგება, სანამ მოთხოვნა იქნება ისრაელიდან საქართველოში გამგზავრების მსურველთათვის. ბუნებრივია, აქცენტი კეთდება ჩვენს მოქალაქეებზე,"- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

დღის ამბები