26 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
საპასუხო დარტყმების გამო, მთელი დღის განმავლობაში განგაშის სიგნალი ისმის ისრაელის ცენტრალურ რაიონებში - ბოლო ცნობები ისრაელიდან

მას შემდეგ, რაც ჰეზბოლამ დაადასტურა ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვება, თელ-ავივმა მას ავიადარტყმებით უპასუხა. ისრაელმა ლიბანისა და გოლანის მაღლობების მოსაზღვრე რაიონებიდან უკვე მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაციაც დაიწყო, ღაზის მიმართულებით კი, სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად, ინტენსიურად მიდის ებრაული რეზერვისა და ტექნიკის მობილიზება. პარალელურად, "ისრაელი წერტილოვან დარტყმებს ახორციელებს ანკლავში მყოფ "ჰამასის" ლიდერებზე.

ღაზის სექტორში უკვე გაითიშა ერთადერთი ელექტროსადგური, რომელსაც საწვავის მარაგი ამოეწურა. პალესტინელები სრულ ბლოკადაში არიან. არ არის დენი, წყალი, საწვავი. ანკლავში ვერავინ შედის და ვერც გამოდის. ტერიტორია, სადაც თითქმის ორ მილიონ-ნახევარი ადამიანი ცხოვრობს, ნანგრევებად არის ქცეული, მისი დატოვება კი საზღვრის ჩაკეტვამდე მხოლოდ 263 000-მა ადამიანმა შეძლო. მარტო გასულ ღამეს, ისრაელმა ღაზის სექტორზე 450 სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

საპასუხო დარტყმების გამო, მთელი დღის განმავლობაში განგაშის სიგნალი ისმის ისრაელის ცენტრალურ რაიონებში. დღეს საღამოს უკვე თელ ავივიც დაიბომბა.

ავტორი: მიხეილ ხეცოიძე

დღის ამბები