26 ნოემბერი 2024,   02:03
ვრცლად
ნათია თურნავა - ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ინტენსიურად განაგრძობს მუშაობას დროებით შეჩერებული პროგრამის უმოკლეს პერიოდში აღსადგენად

"საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ინტენსიურად განაგრძობს მუშაობას დროებით შეჩერებული პროგრამის უმოკლეს პერიოდში აღსადგენად", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ბო ლისთან შეხვედრაზე განაცხადა.

საუბრისას მხარეებმა გამოთქვეს ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი, რათა შესრულდეს არსებული რეკომენდაციები და სწრაფად მოხდეს სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის (Stand-by Arrangement (SBA))  აღდგენა და მიმოხილვის დასრულება.

შეგახსენებთ, რომ სსფ-თან ეროვნული ბანკი 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს.  დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ის დადებითი განწყობა, რომელიც საქართველოს ცენტრალურ ბანკსა და სავალუტო ფონდს შორის წლების განმავლობაში არსებობს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მარაქეშში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (სსფ) და მსოფლიო ბანკის მიერ გამართულ ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობს.

დღის ამბები